Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის (ყავის და სნექის აპარატის ტექნიკოსი) პოზიციაზე.

მოვალეობები:

ყავის და სნექის აპარატების დეტალურად დაშლა, აწყობა, განახლება, აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა/გამართვა და ქსელში მონტაჟი.

კომპანია მზადაა ითანამშრომლოს, როგორც კვალიფიციურ პროფესიონალებთან, ასევე კანდიდატებთან, მინიმალური პრაქტიკული გამოცდილებით, საქმის ადგილზე შესწავლით. (ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილების მინიმალური უნარ ჩვევები სავალდებულოა)

აუცილებელი მოთხოვნები: მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია და მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება: 1400-2000 ლარი (მზარდი)

გამოცდილ პროფესიონალებთან ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.

ჩვენთან სწავლება/სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და სიახლის ათვისების უნარიდან გამომდინარე.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი; (შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები - დასვენების დღე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
** Fitpass (ფარავს თანამშრომელი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით ან წინამდებარე ვაკანსიაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია "ბარისტო" უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანია "ბარისტოს" მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში და კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული შეიძლება იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.