Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, მრავალპროფილური პორტფელით. "SMG" (Safety Management Group) დაარსდა 2019 წელს და დღეს ჩვენ 200-მდე პარტნიორის ნდობით ვსარგებლობთ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ პარტნიორებს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის, ავამაღლოთ ცნობიერება კომპანიებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას #33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

მოვალეობები:

** კომპანიის პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება მომსახურების პირობების წარდგენისა და განხილვის მიზნით, შეხვედრებზე დასწრება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებების/დოკუმენტების პროექტების მომზადება და გაფორმება, არსებულ ხელშეკრულებებში / დოკუმენტებში ცვლილებების/დამატებების შეტანასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაფორმება;
** კომპანიის, როგორც კლიენტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების შესრულება;
** კლიენტებთან გეგმური და დამატებითი ვიზიტების განხორციელება და კომპანიის, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, წარმომადგენლობა კლიენტებთან ურთიერთობაში;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა და მათგან შესაბამისი კონსულტაციების მიღება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით;
** კომპანიის დირექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე,
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

უნარები:

** იურიდიულ დოკუმენტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** ულიმიტო სატელეფონო სერვისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@smgroup.ge, გთხოვთ (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.