Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სტაჟირება პროექტების მართვის გუნდში
მომწოდებელი: Eddwise
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია "იდდვაიზი " არის საკონსულტაციო კომპანია კიბერუსაფრთხოებისა და პროექტების მართვის მიმართულებით. ჩვენი კიბერუსაფრთხოების გუნდი თანამშრომლობს კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან, მათი კიბერუსაფრთხოების მზადყოფნის შესაფასებლად და მდგრადობის გაუმჯობესებისათვის სტრატეგიების შესამუშავებლად, პროექტების მართვის გუნდი კი ეხმარება კომპანიებს მათი შიდა პროცესების ოპტიმიზებაში. იდდვაიზი პროექტების მართვის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის, Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორია.

ვეძებთ ენერგიულ კანდიდატს პროექტების მართვის გუნდში სტაჟირებისთვის.

პოზიცია საინტერესო იქნება პროექტების მართვის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ გამოცდილებით შეძლებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას. სტაჟირება არის ანაზღაურებადი, ხანგრძლივობა - 3 თვე. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გახდება იდდვაიზის პროექტების მართვის გუნდის წევრი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, D Block
ხანგრძლივობა: 3 თვე

ჩვენს გუნდში მუშაობისას კანდიდატს შეეძლება საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დასწრება, კომპანიების პრობლემების ანალიზი, ბიზნეს სოლუშენების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება. გაიღრმავებს კლიენტებთან კომუნიკაციის უნარებს, მიიღებს hands-on გამოცდილებას ბიზნეს სფეროში და მზად იქნება სწრაფად განვითარებადი კარიერისთვის პროექტების მართვაში.

კვალიფიკაცია:

** ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებით, პროექტების მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და მონათესავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე გამოყენების უნარი
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა
** უპირატესობად ჩაითვლება: პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით, monday.com), პროგრამირების ენების ცოდნა

როლის აღწერა:

** გუნდის მხარდაჭერა
** Monday.com-ის აპლიკაციის სრულფასოვნად შესწავლა და გამოყენება
** კლიენტებთან ურთიერთობა, შეხვედრებზე პუნქტუალურად დასწრება
** ექსელის ფაილების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი მოდელის აწყობა Monday.com-ში
** პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება, გაზიარება და ორგანიზება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eddwise.com 2024 წლის 31 ოქტომბრამდე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.