Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: ოუშენ კაპიტალი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"ოუშენ კაპიტალი" ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების დეველოპერულ პროექტებს. ამჟამად კომპანიას აქვს ოთხი მიმდინარე პროექტი თბილისში, ვაკის რაიონში.

"ოუშენ კაპიტალი" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს.

კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებელი საუკეთესო გრძელვადიანი ხარისხითა და მასზე მორგებული ექსკლუზიური მომსახურებით.

"ოუშენ კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება
** მშენებლობის ზედამხედველობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
** არქიტექტურული პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე)
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, არქიტექტურულ ან სხვა მომიჯნავე დარგში უმაღლესი განათლება

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:

** პრესტიჟულ, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას
** კარიერულ წინსვლას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს

სამუშაოს აღწერილობა:

** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა
** სამშენებლო ობიექტზე მასალების რაოდენობის კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება
** მიმდინარე სამშენებლო და ფარული სამუშაოების ფოტოფიქსაცია
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა)
** ქვეკონტრაქტორებისა და პერსონალის (დღიური დასაქმებულების) ზედამხედველობა
** კომპეტენციის ფარგლებში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების კონტროლი სამშენებლო ობიექტზე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №33
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: jobs@ocean.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.