Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** ვებ-გვერდის მართვა, მისი განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა;
** საძიებო სისტემების კამპანიების მართვა ;
** სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების ინიცირება და მართვა;
** ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** აუცილებელია, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და Meta Ads Manager, Google Analytics, Google Ads, Remarketing, Google Tag Manager ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიულობა;
** სიახლეებისადმი მზაობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.