Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome, Kiabi.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. მაჭავარიანის ქ. #4ბ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება Apex;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების შესყიდვის ოპერაციების ასახვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა Excel-ის ზედმიწევნით ცოდნას).

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე, ოპერატიულობა/სისწრაფე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass მომსახურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "ბუღალტერი".

წარმატებებს გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.