Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური სამსახურის უფროსის თანაშემწე
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** სამაცივრე, ელექტრო და მექანიკური დანადგარების მდგომარეობის კონტროლი; გეგმიური შემოწმება;
** მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის კონტროლი;
** დაქვემდებარებული სამსახურის გამართულად ფუნქციონირების კონტროლი;
** თანამშრომელთა ტაბელებისა და გრაფიკების წარმოების კონტროლი;
** მუშაობის პროცესში მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის მკაცრად დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** ტექნიკური სამსახურის სპეციალისტებისგან შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვის მოთხოვნა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა, სასურველია კანდიდატი ფლობდეს მანქანას.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 40 სთ კვირაში
** ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის ქ. N1

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.