Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გასართობი სივრცის ოპერატორი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"დრიმლენდ ოაზისი" რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართული ტურიზმის ბაზარზე, წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. იგი მოიცავს პრემიუმ კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, რომელიც მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გასართობი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტირის ჩართვა / გამორთვა, მოგებულისათვის პრიზის გადაცემა;
** 7D და 9D კინოთეატრების ჩართვა / გამორთვა;
** სივრცეში არსებული სათამაშო აპარატების მართვა;
** ბილიარდის სივრცის მართვა;
** კინოთეატრის სეანსების მართვა;
** ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის მიერ წინასწარ განსაზღვრული საოპერაციო სტანდარტების და პროცესების შესრულების უზრუნველყოფა;
** დაწესებული ჩეკლისტების დეტალური შევსება შევსება, ხელმოწერით დადასტურება და ყოველი კვირის ბოლოს ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში ჩაბარება;
** მოახდინოს დაზიანებული ინვენტარის აღწერა და შესაბამისად ობიექტის სუპერვაიზერის და ბიზნესის განვითარების მენეჯერის ინფორმირება;
** მულტიფუნქციური სივრცის სუპერვაიზერისთვის დახმარების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

შერჩევის ეტაპი:

** შემოსული რეზიუმეების/CV-ების გადარჩევა
** კანდიდატთან გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გასართობი სივრცის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).

2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).

5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.

6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.

7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.

8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.