Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. წყლის ბარების ამ სერიას შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას თქვენი სასმელი წყლის პრობლემები, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოთ, ისარგებლოთ სუფთა და ჰიგიენური მაღალი ხარისხის სასმელი წყლით და უზრუნველყოთ ჯანსაღი სასმელი წყალი თქვენი ოფისებისა და სახლებისთვის.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

"ნამი 8" გახლავთ ებრაულ - ქართული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანია.

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

"ნამი 8"-ს გუნდში ვეძებთ ახალ წევრს ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** Fitpass;

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით სტრატეგიების შექმნა და განხორციელება;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სხვადასხვა არხების მოძიება;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და გადამზადება (ტრენინგი);
** პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან;

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@nami8.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.