Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: თანამშრომელი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს თანამშრომელს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ადმინისტრაციულ/სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, სხვადასხვა დოკუმენტაციის დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა;
** ტურნიკეტის პროგრამასთან მუშაობა (თანამშრომლების პროგრამაში დამატება/წაშლა, პერიოდული განახლება, ყოველთვიური რეპორტების წარმოება);
** სამეურნეო პროდუქციის არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება, ფასების მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული სამეურნეო ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 15 ნოემბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: თანამშრომელი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.