Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00;
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
** ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
** 3 (სამი) თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული პროდუქციის გატარება
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.