Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროდუქციის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მართვის მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ ან 09:30 - 18:30 სთ (1 სთ შესვენება);
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სეზონის ჭრილში შესყიდული პროდუქციის წინასწარი გაანალიზება;
** პროდუქციის გაყიდვისთვის/შესყიდვის ანალიტიკის წარმოებისთვის საჭირო მახასიათებლების მინიჭება;
** არსებული ნაშთების მონიტორინგი და ობიექტების მომარაგების საჭიროების იდენტიფიცირება;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი მომარაგების დაგეგმვა განხორციელება;
** ახალი კოლექციების პროდუქციის განაწილება მაღაზიებში - განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით;
** გაყიდვების/შესყიდვების ანალიტიკის წარმოებისთვის პროდუქციაზე საჭირო მახასიათებლების მინიჭება;
** ბრენდისა და პროდუქციის მახასიათებლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება მაღაზიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და უკეთესი გაყიდვების გენერირების მიზნით;
** პროდუქციის ნაშთების ანალიზი, შესაბამისი რეპორტინგი და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** მაღაზიათა ქსელში ვიზიტი და ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** კონკურენტების პერიოდული შეფასება/მონიტორინგი გაკეთებული დასკვნების ზემდგომ რგოლთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პროდუქციის მართვის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.