Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლიბრეს რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას "ლიბრეს" რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ფილიალების საოპერაციო მართვა და სავაჭრო პროცესის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** სავაჭრო ობიექტების გაყიდვების დინამიკის მუდმივი მონიტორინგი;
** ფილიალებში არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირება;
** ქსელში შემუშავებული სტანდარტების, პროცედურების/პროცესების დანერგვისა და შესრულების მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
** სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტების აღწერის პროცესის კონტროლი;
** ფილიალებში არსებული ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** გუნდის მართვა, თანამშრომლების ინფორმირება სიახლეებთან დაკავშირებით, მათთვის პერიოდული უკუკავშირის მიწოდება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა SAPP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა ტრეიდი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლიბრეს" რეგიონული მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.