Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქონების მართვის და ლოჯისტიკის განყოფილ. დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

სსიპ "საპენსიო სააგენტო" (https://pensions.ge/ka/) აცხადებს კონკურსს ქონების მართვის და ლოჯისტიკის განყოფილების დამხმარე სპეციალისტის (დასუფთავების სპეციალისტი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 14.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
კონკურსის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** ოფისის ყოველდღიური დასუფთავება;
** ჰიგიენური წესების დაცვა;
** სამზარეულოსა და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება;
** ნარჩენების გატანა ოფისიდან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დამხმარე სპეციალისტი.

საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.pensions.ge/

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.