Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დიასახლისის დამხმარე
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის დამხმარის ბიჭის (Runner) პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებში დამატებითი საწოლის ატანა/ჩამოტანა;
** სასტუმროს ნომრებში სტუმრის საწოლის შეერთება/განცალკევება;
** სასტუმროს ნომრების სარეცხისა და უნიფორმების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება;
** ფარდების ჩამოხსნა/დაკიდება;
** მცენარეების მორწყვა;
** ხალიჩების მორეცხვა;
** ოთახების შემოწმება;
** მარაგების დათვლა;
** დეზობარიერების შევსება;
** პერიოდულად სასტუმროს შენობის სისუფთავის ინსპექტირება;
** ნაგვის გატანა;
** წყლების დასაწყობება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595977967.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.