Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ღამის ცვლის მიწოდების აგენტის ასისტენტი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ლოგისტიკური კომპანია შპს "რითეილ ლოგისტიკა" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს. კომპანია 2006 წლიდან, უზრუნველყოფს საერთაშორისო ბრენდების, Danon-ის, Sadia-სა და ასევე საკუთარი ბრენდის, Supremo-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ლოგისტიკური კომპანია შპს "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მიწოდების აგენტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: 1300-1400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის დათვლა და ჩაბარება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30 / 577 30 59 11 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Hr@gfs.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მიწოდების აგენტის ასისტენტი"

კომპანია რითეილ ლოგისტიკაში, თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.