Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე:დისტრიბუტორი

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათამდე;
დასვენება: შაბათ-კვირა.
ანაზღაურება: 1200₾ + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა;
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; (სავალდებულო)
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).

უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, ენერგიული, დისციპლინირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursahr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "დისტრიბუტორი (თბილისი)".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.