Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: HR მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://dapna.ge/

ვაკანსიის დასახელება: HR მენეჯერის ასისტენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2024
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების ან/და ბრძანებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა
** კომპანიის შინაგანაწესის და პროცედურების გაცნობის უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
** თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებების მიღება და აღრიცხვა
** თანამშრომელთა მონაცემების და პირადი საქმის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა
** თანამშრომლების შვებულებების ადმინისტრირება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.