Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 4Dealer
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "4Dealer" ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდა.
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 1 წელი; გამოსაცდელი პერიოდი: სამი თვე.
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.tkesheladze@4dealer.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი (თბილისი)".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.