Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შესყიდვების და პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო-კომი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია "აგრო-კომ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - გორი

კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს უმაღლესი ხარისხით - შეთანხმებულ ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

შესყიდვების მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა მიმართულებით;
** სასურველია შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (აუცილებელი პირობაა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** შესყიდვების მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, ფიქსირებული, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
სამუშაო დღეები: 6 დღე კვირაში. სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სტაბილური.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@agrocom.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2024 წელი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.