Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.

** სააგენტოს პორტალების შიდა და გარე სისტემების გაუმჯობესებაზე მუშაობა, მოთხოვნის შესაბამისად მონაცემების რედაქტირება;
** სააგენტოს ვებ-გვერდების და პორტალების, შიდა და გარე სისტემების ბაზებზე მუშაობა, ასლის აღება და საჭიროების შესაბამისად აღდგენა;
** სააგენტოს ვებ-გვერდების, შიდა და გარე სისტემების განახლება;
** გუნდთან ერთად მუშაობა, როგორც პროექტირების, ასევე, რეალიზების და ტესტირების ეტაპებზე;
** მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** React js, Next js, Typescript, Tailwind css, Redux ცოდნა;
** C#, .NET 6 პლატფორმასთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (ASP.NET Web API, MVC, Mediator, CQRS, Entity Framework, , Swagger, Automapper, FluentValidato);
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება WEB დეველოპმენტში (JavaScript, Angular, HTML JQuery, CSS);
** PostgreSQL ან/და MS SQL ან/და Oracle -თან მუშაობის გამოცდილება;
** GitHub ან/და GitLab-ის ცოდნა;
** ლინუქს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

** SEO ოპტიმიზაციის პრინციპები;
** სასურველია Typescript-ზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სასურველია Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება;

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - Full-Stack დეველოპერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.