Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Paybox
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

პოზიციის მიზანია კომპანიის შესყიდვების დროსა და ხარისხთან მიმართებით ოპტიმალურად წარმოება.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად საუკეთესო ფასის პირობებში;
** კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა, ალტერნატივების მოძიება
** ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება დროის, ხარისხის, მოწოდების ვადის და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** შესყიდვის პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;
** კომპანიაში ინიცირებულ პროექტებში შესყიდვების საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩართულობა და მხარდაჭერა;
** შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსთან რეპორტინგი.

უნარები რაც დაგეხმარება:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტიზაციის უნარი;
** მულტითასქინგი;
** ვადების დაცვის უნარი.

მნიშვნელოვანია:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ან სხვა ვაკანსიასთან დაკავშირებულ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office მაღალ დონეზე ფლობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.