Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების მომზადება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის პერიოდული ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
** მომგებიანობის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
** დებიტორ/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, ცვლილება, მონიტორინგი;
** ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Excel-ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური მენეჯერის ასისტენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.