Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აქსის გრუპი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

დეველოპერული კომპანია "აქსისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: https://www.axis.ge და https://www.axistowers.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება დეველოპერულ, სამშენებლო, სარემონტო კომპანიებში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით
** შეხვედრების ორგანიზება
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე.
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის ორგანიზება
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
** დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ განახლებული CV (ფოტო სურათით) 2024 წლის 15 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Tea.Sreseli@axis.ge

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.