Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: აპარტ-სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 12 საათიანი 2/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტ-სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
** სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობისა უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ფლობა;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება აპარტ-სასტუმროს ადმინისტრატორი ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 574 88 88 80;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავებაზე, შენახვაზე დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. დასაქმების პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.