Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2 (ნაძალადევის მეტროსთან)
გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (დასვენება შაბათი)
ანაზღაურება: 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ციკლში არსებული მოთხოვნების/ინსტრუქციების (ტექნოლოგიური, ტექნიკური, ორგანიზაციული) შესრულების მონიტორინგი;
** საწარმოო პროცესში არსებული პრობლემების/დარღვევების/შეფერხებების აღმოჩენა, მათი მიზეზების დადგენა და შესაბამისი ანგარიშების/მოხსენებების შედგენა;
** საწარმოო საწყობების გამართული ინვენტარიზაციის პერიოდული მონიტორინგი;
** მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს გამოყენება (სააღრიცხვო პროგრამა, ვიდეო მონიტორინგის სისტემა, პერსონალის მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, დავალებების მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
** ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერების ამოღება, კლასიფიცირება და დაარქივება;
** მონიტორინგის სისტემების ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ტექნიკური განხრით. უპირატესობა მიენიჭება: კომპიუტერულ ტექნოლოგიებს/ინჟინერიას/სასურსათო ტექნოლოგიებს;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე;
** მონიტორინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.