Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ელ.მტვირთველის მძღოლი
მომწოდებელი: აისბერგ თბილისი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სამაცივრე მეურნეობა "აისბერგ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ელ.მტვირთველის მძღოლის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
** კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება დ აა.შ
** მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
** ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 597 97 87 27 ირაკლი


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.