Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: ბონკაფე
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"Boncafé • ბონკაფე" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.

"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.

მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".

პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი (სამი თვის შემდეგ გაზრდის პერსპექტივით)
** სამუშაო საათები: 08:00-15:00 ან 15:00-22:00
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კადრების ტრანსპორტირებას.
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა.
** მომხმარებლების კონსულტაცია.
** სალაროს ოპერაციების შესრულება.
** სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება.
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
** დანადგარების მოვლა, წმენდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამოსავლის ალტერნატიული გზების მოძიების უნარი
** სიახლეების ათვისების უნარი
** პუნქტუალობა, სისხარტე, მოქნილობა და მოხერხებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 74 76 76


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.