Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ბესინი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

მეღვინეობა "ბესინი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტებისთვის;
** სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/დაცლა;
** ადგილობრივ ბაზარზე ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირა, არასრული სამუშაო გრაფიკით:
** ლოკაცია: თბილისი
** ანაზღაურება 2000 ლარი + ბონუსი, ასევე საწვავის ხარჯი

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@besiniwine.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.