Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოჯახის ექიმი/პედიატრი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: ოჯახის ექიმი/პედიატრი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
** კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ოჯახის ექიმის და პედიატრის ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.