Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: დღეში ფიქსირებული 30 ლარი + ყოველ მისამართზე დამატებით 2 ლარი
** გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში
არსებული წესების შესაბამისად.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო
გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/80af7325820817a178616c62c3ba6398

დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.