Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საავტომობილო ფილტრების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

ოტო მოტორსის გუნდში ვეძებთ საავტომობილო ფილტრების გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი-დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
სამუშაო განაკვეთი- 09:00-18:00 ან 10:00-19:00 კვირაში 6 სამუშაო დღე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
ანაზღაურება-კონკურენტული, ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FIT PASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** სასურველია აღრიცხვის პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საავტომობილო ფილტრებისა და მათი სპეციფიკაციების ცოდნა
** ენების (ინგლისური/რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარები:

** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საკომუნიკაციო უნარების ფლობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბაზებთან მუშაობა, უკვე არსებულ და დარეგისტრირებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის საავტომობილო ფილტრების შეთავაზება
** შეკვეთის პროგრამულად დამუშავება და გასაგზავნი შეკვეთების აგროვების დაორგანიზება
** შეკვეთების დახარისხება მომხმარებლების მიხედვით და დისტრიბუციის ქსელში გასაგზავნად მომზადება
** სატელეფონო გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2023 წლის 1 დეკემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.