Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დისტრიბუციის დეპარტამენტის ოპერატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის დეპარტამენტის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

კანდიდატი შეისწავლის 1C პროგრამას, ასევე, RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილებას, ექნება საშუალება
ისწავლოს გაყიდვების მიმართულების მოდულში სხვადასხვა ტექნიკები, მიიღებს გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების გამოცდილებას. ექნება საშუალება იმუშაოს ისეთ მოდულებში, როგორიც არის შიდა პროგრამა და განავითაროს კომპიუტერული უნარები. შეძლებს განავითაროს და შეისწავლოს საოფისე პროგრამები, როგორიც არის ვორდი, ექსელი და სხვ. (კანდიდატი მოცემულ ცოდნას მიიღებს 3 თვეში)

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციის პროცესების პროგრამული ასახვა, დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** შეკვეთისა და რეალიზაციის გამოწერა პროგრამულად
** ნომენკლატურის მოძიება და მასზე არსებული მოქმედებების გაშიფვრა, პროდუქციის მოძრაობის ანალიზი და გადაადგილების მონიტორინგი
** პროგრამაში ხელმისაწვდომი ნაშთის ნახვა/მოძიება რეგიონალური მასშტაბით/გორგიას კუთვნილი საწყობების მიხედვით
** გადაადგილების მოთხოვნა, მეილის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და შესაბამისი წესების დაცვით
** სხვადასხვა ანგარიშების პროგრამულად გადამოწმება, პარტნიორ ორგანიზაციებთან შედარება დავალიანებაზე აქტების შედგენა და პროგრამულად ასახვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruit@gorgia.ge (ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

წარმატებებს გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.