Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მინერალი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "მინერალი" აცხადებს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას.

შპს "მინერალი", 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც მოიპოვებს და აწარმოებს ინერტულ მასალას.

ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული,
დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N127
სამუშაო საათები: ნახევარ განაკვეთი, კვირაში 2-3 დღე
ანაზღაურება: კანდიდატის კომპეტენციებისა და გამოცდილებისა შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა "ბალანსში"
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, წლიური ქონებრივი ანგარიშგება, სარასის ანგარიშგების წარდგენა და სხვა კანონით გათვალისწინებული ბუღალტრული ანგარიშგებების წარდგენა.
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა
** აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა პროცესებში (ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ა.შ.) ჩართულობა;
** საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციების მიწოდება
** მიღება ჩაბარების, შედარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო პირველადი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ სამუშაოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tebeagabunia0@gmail.com

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.