Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 საათამდე
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული

პასუხისმგებლობები:

** შიდა ორგანიზაციული აქტების, ბრძანებების, დებულებების და სხვათა ნიმუშების შაბლონების შემუშავება;
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციის, შიდა აქტების, ბრძანებების მომზადება, აღრიცხვა და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა და ელ. ფოსტის ან/და შიდა მატერიალური სახით წერილების მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა;
** საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
** სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამართლებრივი წერის კულტურა.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი იურისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ნოემბერი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.