Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორატიული იურისტ-ოპერატორი
მომწოდებელი: Glocal Solutions Consulting
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"Glocal Solutions Consulting" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ორგანიზაციის კორპორატიული იურისტ-ოპერატორის პოზიციაზე

ლოკაცია: თბილისი, საქართველო (წერეთლის გამზირი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი), საოფისე
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
პოზიციის დასახელება: კორპორატიული იურისტ-ოპერატორი (Corporate Lawyer-Operator)
შრომის ანაზღაურება: 1200-1500 ლარი - (ფიქსირებული 800 ლარი (1000 ლარი გროსი) დამატებითი ბონუსი 400-700 ლარი). საშუალო შემოსავალი 1300 ლარი (net).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან - პრობლემური, დებიტორული დავალიანებების მქონე სეგმენტთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება; (კომპანიები, ფიზიკური პირები).
** სატელეფონო ზარების განხორციელება, და დებიტორების საქმის წარმოება (ინფორმაციის მიწოდება, შეთანხმება მორიგება, დავალიანებების გადახდევინება).
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
** მომსახურების მაღალი სტანდარტის და სამუშაო ეთიკის და ბიზნეს ეტიკეტის დაცვა.
** ბაზებთან მუშაობა.
** CRM მუშაობა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა სასაუბრო დონეზე);
** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სატელეფონო ეტიკეტის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, CRM;
** კომპეტენციები: კლიენტების მომსახურება, საქმიანი კომუნიკაცია, ანალიტიკური უნარი, მოქნილობა, სიახლეების მიმართ მიმღებლობაა, დეტალებზე ორიენტაცია, გუნდურობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: glocalsolutionsgeo@gmail.com

არ დაგავიწყდეთ პოზიციის სრული დასახელების მითითება წერილში.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად გასცემთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს და დარჩეს ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.