Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მეურნეობის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის შპს "გურჯაანი აგრო"-ს მეურნეობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: გურჯაანი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მსგავს სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელობა
** სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგრო ვადებსა და აგრო წესების დაცვით წარმართვის ორგანიზება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესასრულებელი სამუშაოების აგრო წესების სრული დაცვით შესრულების კონტროლი;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვიანობა და თვის ჭრილში ხელფასების გასაცემად საჭირო საბუთების ბუღალტერიისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მატერიალური ფასეულობების ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლის უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პირობების კონტროლი და შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** უზრუნველყოს დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება
** ყოველ თვიურად უზრუნველყოს რეპორტინგის განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან, ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ.
** ვენახის გაშენებისათვის აგრო პროექტის წარდგენა და შესრულების მონიტორინგი.
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აწარმოოს დამსაქმებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტები დადგენილი ფორმით, პასუხი აგოს მისი სისწორესა და საჭიროების შემთხვევაში, მის შენახვაზე;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 18 ნოემბერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მეურნეობის ხელმძღვანელი".რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.