Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლიზინგის პორტფელის რეაბილიტაციის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალ ლიზინგი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"კრისტალ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პორტფელის რეაბილიტაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.

"კრისტალი ლიზინგი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" შემადგენლობაში და მისი დინამიკური და მზარდი გუნდით, აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

"კრისტალ ლიზინგი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** პორტფელში არსებული ლიზინგის მიმღებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმოება და მათთან შეთანხმებით გადახდების გრაფიკების დასახვა;
** ფინანსური მდგომარეობის შედარებითი და მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი;
** ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი;
** ბიზნესის და დაკავშირებული პირების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა;
** ფინანსური ანალიზის შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** რეაბილიტაციის მემოს (ფორმის) შევსება და კომიტეტზე განხილვა;
** პორტფელის აქტივების მონიტორინგისა და ინსპექტირების ინიცირება;
** ლიზინგის პორტფელის რესტრუქტურიზაცია, გრაფიკის ცვლილება;
** შეწყვეტისა და აქტივების ამოღების პროცესში ჩართულობა;
** შესაწყვეტ კონტრაქტებზე დასკვნის მომზადება და რეკომენდაციების გაცემა კომიტეტზე.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ფინანსურ და/ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი / გუნდთან ადაპტაციისა და მუშაობის უნარი;
** სწრაფად ცვალებად და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში საქმიანობის შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.