Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ღონისძიების მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "FMG (Food Management Group)" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიების მენეჯერის პოზიციაზე.

"FMG (Food Management Group)" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია

მომხმარებლებთან კონსულტაციები, მათი სურვილების, გარემოს და შერჩეული მენიუს მიხედვით.

** ღონისძიების დაგეგმვა:

1. ღონისძიების გეგმების და დროის ჩარჩოების შედგენა.
2. შიდა გუნდებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია.

** ღონისძიების შესრულება და კონტროლი:

1. ადგილზე კოორდინაცია და პროცესების მართვა.
2. ყველა მონაწილე პერსონალის მენეჯმენტი და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა.

** პრობლემების გადაჭრა და გაუთვალისწინებელი მოვლენების მართვა:

ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროულად გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ღონისძიებების მართვაში, სასურველია კვების ან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში.
** ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პროექტების მართვის გამოცდილება.
** ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** სასურველია ღონისძიებების დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგ. Eventbrite, Trello) და Microsoft Office-ის ცოდნა.
** ადგილობრივი ღონისძიებების რეგულაციების და ლოგისტიკური პროცედურების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
** მოქნილობა სამუშაო საათებში, საღამოს და შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ბმულზე: https://wrk.ge/OCDHdIGSlI

ან ელფოსტაზე: hr@fmgroup.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი: https://www.facebook.com/foodmanagementgroup
FMG - Instagram გვერდი: https://www.instagram.com/foodmanagementgroup


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.