Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი, დიასახლისი, მზარეული
მომწოდებელი: Gudauri Hills Residence
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სასტუმრო Gudauri Hills, გუდაურში აცხადებს ვაკანსიებს:

1. ადმინისტრატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
** შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს პროგრამაში (area.ly) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით; პროგრამაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით;
გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

2. დიასახლისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება, სტანდარტების შესაბამისად;
** ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
** ზედამხედველის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე დაკარგული ნივთების აღმოჩენისას, ცვლის უფროსისთვის/ზედამხედველისთვის შეტყობინება;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების სფეროში აუცილებელი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით;
გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

3. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადების უზრუნველყოფა, წინასწარ შედგენილი კალკულაციისა და სტანდარტების შესაბამისად;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** დისციპლინისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მუდმივი ზრუნვა კერძების ვიზუალურ მხარესა და ხარისხზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება.
** სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით;
გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV მითითებულ იმეილზე: sofia.sekhniashvili@outlook.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.