Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სორტირების მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"Extra"-ში სორტირების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

ძირითადი პირობები:

** ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა N2;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: საშუალოდ 1200-1300 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass, სურვილის შემთხვევაში.

ძირითადი ფუნქციები:

** ნივთების იდენტიფიცირება;
** ნივთების პროგრამულად აღნიშვნა, შესაბამისი უნიკალური კოდის მინიჭება, უსაფრთხოდ შეფუთვა და დასტიკერება შესაბამისი საინფორმაციო აღმნიშვნელებით;
** პროგრამის მიხედვით ნივთების ჩაბარების თარიღის შესაბამისად კონტროლი და სორტირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.