კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაგეგმილი პრევენციული პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
** შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** სამუშაო ადგილზე ფიზიკური, ქიმიური, ერგონომიკული საფრთხის შემცველი ფაქტორების მონიტორინგი;
** საწყობში არსებული ტექნიკის შემოწმების ჟურნალის წარმოება;
** ცეცხლმაქრების შემოწმება/აღრიცხვა;
** პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთების მონიტორინგი/პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების აღრიცხვა;
** კანონით სავალდებულო ინსტრუქტაჟების ჩატარება თანამშრომლებისთვის-ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოებაში; პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტაჟი; რისკებისა და მისი პრევენციული ღონისძიებების გაცნობა;
** საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის გაცნობა საწყობის თანამშრომლებისთვის;
** პირველადი, მოკლე ინსტრუქტაჟის გაცნობა ახალი თანამშრომლებისთვის;
** ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება. შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2024 წელი.