Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, მურმან ლებანიძის ქ.19 (დინამოს მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.
ანაზღაურება: 1000 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლისთვის კომპეტენტური პასუხის გაცემა; საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარების გაწევა;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნისამებრ;
** პოზიციის და კომპენტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარით;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებით;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** გუნდურს;
** სასურველია ჰქონდეს ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 ნოემბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.