Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას #9
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება;
** კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** შესაძენი ინვენტარის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** გადარიცხვების უზრუნველყოფა და ხარჯის ანალიზი;
** დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით.
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, მომარაგების ან ლოჯისტიკის მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.