Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge

სს "ნიკორა" ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას თავისი შვილობილი კომპანიებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაო:

** ჰოლდინგის მასშტაბით გამართულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
** ჰოლდინგის მასშტაბით ქსელის/ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემების პერიოდული შემოწმება/მონიტორინგი და გამართვის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა მიმართულებისთვის საჭირო ახალი პროგრამების მოძიება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** შემკვეთსა და მომწოდებელს შორის კომუნიკაციის წარმოება;
** მომწოდებლის მიერ დანერგვის ეტაპების ვადების კოორდინირება და კონტროლი;
** პროგრამ(ებ)ის გაშვების საწყის ეტაპზე პროგრამული ხარვეზების დროული დაფიქსირება და მომწოდებელთან მათი გადაგზავნა;
** ინფორმაციის შენახვა არქივაცია და დაცულობის მონიტორინგი;
** სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება;
** კომპიუტერებისა და სხვადასხვა აქსესუარის შეძენის საჭიროების განსაზღვრა;
** სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობა საჭირო ტექნიკისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით;
** ქსელური/პროგრამული ინფორმაციების დაარქივებასა და დაცულობაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის პერიოდული შეხვედრების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შიდა როტაცია და შვებულებების გადანაწილება სამუშაო პროცესის შეუფერხებლად;
** ახალი თანამშრომლის სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);
** სერვერული ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის ცოდნა (Microsoft, Linux; Unix);
** მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ცოდნა (SQL, MySQL, Oracle);
** ქსელური ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის ცოდნა (MS Netwwork, CISCO Environment);
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა A2 დონეზე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორას" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.