Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400 ზე მეტ თანამშრომელს.

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა:

ქ. რუსთავი
ქ. თბილისი


სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** დაქვემდებარებული გუნდის, პორტფელის კონტროლი და მისი ანალიზი;
** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** გუნდისთვის დასახული გეგმის შესრულება;
** დაკრედიტების ექსპერტების კონსულტაცია და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა;
** გუნდის წევრების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** სასესხო პროექტის რისკებთან წარდგენამდე შიდა საკრედიტო კომიტეტის წარმართვა;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით);
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Office);
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: Hr@leadercredit.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 ნოემბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს. "მისო ლიდერ კრედიტ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.