Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: Wheelchair აგენტი
მომწოდებელი: აერო ჰენდლინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"აერო ჰენდლინგ ჯორჯიას" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მგზავრთა მომსახურების სამსახურში Wheelchair აგენტის პოზიციაზე.

პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" დაარსდა 2023 წლის დასაწყისში. იგი აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება, როგორც ქართულ, ისე, უცხოურ ავიაკომპანიებს.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ანაზღაურება საწყისი 1000 ლარი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა;
** სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა);
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** აეროპორტში მგზავრების ეტლით უსაფრთხოდ გადაადგილებაში დახმარება;
** მგზავრებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კონკურენტულ კომპანიაში მომუშავე კანდიდატების რეზიუმეების განხილვა არ მოხდება.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება hr@ahgeorgia.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 006 223

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.