Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საიტის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics" და ასევე ჩინური ბრენდის Xiaomi-ის ოფიციალურ რესელერ კომპანია MiStore-ში ახალ გუნდის წევრს ვეძებთ საიტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო, დინამიურ, აქტიურ გარემოს.

ჩვენ გპირდებით:

** გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
** ფასდაკლებებს ჩვენს კომპანიაში არსებულ პროდუქციაზე;
** ფასდაკლებებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან არსებულ სერვისებსა და პროდუქციაზე;
** პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (6თვის შემდეგ სრული დაფინანსებით)
** Fitpass (6 თვის შემდეგ თანადაფინანსებით)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** განაკვეთი: სრული განაკვეთი, (10:00-19:00)
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსები საიტების გაყიდვებიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიების ოფიციალური ვებგვერდების ჩათებზე პასუხი
** კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდზე გაყიდული პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზე გაყიდვების ანალიზი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) სასაუბრო (ჩატებზე პასუხისთვის) დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოხერხებულობა და სისხარტე;
** ტექნოლოგიების სიყვარული.

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"iTechnics" და "Mistore" გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.