Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ღამის მზარეული
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ღამის მზარეულის პოზიციაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, კერძოდ: აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით კერძების მომზადება;
** კვების პროდუქტების, მათ შორის ხორცის და თევზის პორციებად დამუშავება დამტკიცებული კალკულაციების შესაბამისად და დასაწყობება;
** მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღიური - 53, 32 ლარიდან 65, 08 ლარამდე (დარიცხული);
ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ კვებით უზრუნველყოფას.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 591 451414; 599 898151, 2024 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.