Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპუსის მენეჯერი
მომწოდებელი: ბილდერზი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შპს "ბილდერზ" აცხადებს ვაკანსიას კორპუსის მენეჯერის პოზიციაზე.

"ბილდერზი" წარმოადგენს გამოცდილი გუნდისგან შემდგარ მზარდ დეველოპერულ კომპანიას, რომელიც 6 წელია ოპერირებს თბილისის მასშტაბით. განვითარებასა და ზრდასთან ერთად ვეძებთ გუნდის ახალ, გამოცდილ წევრს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მოვლა-პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კორპუსის თითოეული მაცხოვრებლის მიერ მომსახურების ყოველთვიური საფასურის დროულად გადახდის კონტროლი;
** მონიტორინგი გაუწიოს მომსახურე კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს, ავტოსადგომის, ეზოს დასუფთავებას;
** მონიტორინგი გაუწიოს ლიფტების სერვისულ მომსახურებას;
** სადარბაზოების, ლიფტების, ავტოსადგომის, წყლის ტუმბოს და ეზოს ელექტროენერგიის გადასახადების დროულად გადახდის კონტროლი;
** მჭიდრო კომუნიკაცია სამეზობლოსთან, მათ შეკითხვებსა თუ საჩივრებზე სწრაფი რეაგირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა;
** კორპუსის პრობლემების შესახებ კომპანიის მენეჯმენტთან პერიოდული რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ნოემბერი.

თუ თვლით, რომ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და მზად ხართ ჩვენთან ერთად განავითაროთ კომპანია გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: george.arveladze@unicorp.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპუსის მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.